მიხეილ ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს სერ ალან დუნკანს შეხვდა

17.02.2017, მიუნხენი  - მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს სერ ალან დუნკანს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს  საქართველოსა და  დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა. საუბარი შეეხო  პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების,   ეკონომიის,  ენერგეტიკის და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით არსებულ ურთიერთობებს და იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ორმხრივი თანამშრომლობა ქმნის.  

 

სახელმწიფო მინისტრმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.   მინისტრმა მადლობა გადაუხადა სერ ალან დუნკანს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში  გაერთიანებული სამეფოს აქტიური ჩართულობისთვის.  

 

სახელმწიფო მინისტრი მიესალმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას და ქართველ ხალხს მიულოცა ახლო მომავალში შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა აერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირიდან საქართველოსთან ურთიერთობებში ბარიერებს არ შექმნის და დიდი ბრიტანეთი გაარძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

 

 

 

 

 

 

 

თებერვალი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31   1 2    3    4 5
6    7  8   9   10    1112
13    14     15   16 17    18 19
20     21        22 23    24    25   26  
27   28         1    2   345 
6          7      8   9   10   11  12