მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს

7.12.2017 ქ. ვენა - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ეუთოს 24-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში.  

საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს პლენარული სესიის მონაწილეებს, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ეუთო- გენერალურ მდივანთან  ტომას გრემინგერთან, ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირესობების საკითხებში ლამბერტო ზანიერთან , ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და კოლეგა მინისტრებთან.  

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო უწყების ხელმძღვანელის ხანმოკლე შეხვედრა საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან, იგეგმება მათი მხრიდან მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მხრდამჭერი განცხადების მიღება. 

ეუთო-ს 24-ე მინისტერიალი ვენაში უკვე გაიხსნა, ღონისძიება  7 დეკემბერს მიმდინარეობს.