მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

6.02.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს, შეხვდა. 

მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურებაზე, ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე და სხვა უკანონო ქმედებებზე, რაც საფრთხეს უქნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. მიხეილ ჯანელიძემ შეშფოთება გამოხატა რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელების გამო, რისი მორიგი მაგალითიც იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ერედვში დევნილი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მიზანმიმართულად დანგრევა.
 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პოლიტიკაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და ჩართულობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურებაზე.
 
მინისტრმა მადლიერება გამოთქვა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მიმართ, და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც მისია ასრულებს, ერთი მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ვითარების ესკალაციის პრევენციისა და ნდობის განმტკიცების საქმეში. ხაზი გაესვა, მანდატის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის აუცილებლობას.
 
მინისტრმა ერიკ ჰოგს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
 
  


 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '17954')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.