მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოვა

17.05.2018 დანიის სამეფო - ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 17-18 მაისს დანიის სამეფოს ეწვევასადაც ევროპის საბჭოს 128-  მინისტერიალი მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდერს სამუელსონთან, ევროპის საბჭოს კომისართან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დუნია მიატოვიჩთან, პორტუგალიის სახელმწიფო მდივანთან  საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის საკითხებში ტერეზა რიბეიროსთან.  მინისტრი ასევე შეხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს და გერმანიის სახელმწიფო მდივანს მიხაილ როთს.
 
ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ანდერს სამუელსონის და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილის და საგარეო საქმეთა მინისტრის მარია ბურიჩის ერთობილივი პრესკონფერენცია. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასკვნით სესიაზე, თავმჯდომარეობა ხორვატიას გადაეცემა. 
 
ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალი დანიის სამეფოს  ქ.ელსინორში გაიმართება.
 
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ასევე კოპენჰაგენში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს  და საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში.