მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებზე სიტყვით გამოვა

აქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2018 წლის 22 მაისს გაერო- უშიშროების საბჭოს დებატებში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით ტარდება და ღია დებატების თემაა სამხედრო კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხები.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე  და იქ ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე.