მიხეილ ჯანელიძე ისრაელი-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-წლისთავისა და ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა ებრაელ ხალხ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორ და მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. 

საზეიმო მიღება ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის  მუსიკალურ ცენტრში გაიმართა და მას მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე.