მიხეილ ჯანელიძე კონგრესმენ ელიოტ ეინგელს შეხვდა

22.03.2017 ვაშინგტონი, აშშ - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ ელიოტ ეინგელს შეხვდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატა მის მიერ გაკეთებულ არაერთ განცხადებაში, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა  საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა და კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით კავშირების ინტენსიფიკაცია.

შეხვედრაზე კონგრესმენმა ქართულ მხარეს აღუთქვა მომავალშიც აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს, როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა  და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხში.