მიხეილ ჯანელიძე ლატვიელ კოლეგას შეხვდა

19.05.2017, ნიქოზია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარს რინკევიჩთან.
 
კოლეგებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ მიმართულებით საქართველოს პრიორიტეტებს.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა სქართველოს შთამბეჭდავ ნაბიჯებს რეფორმების, დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მინისტრებმა ისაუბრეს  მიმდინარე წლის ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო განვითარებებს.