მიხეილ ჯანელიძე მიესალმება მედიის საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობას

1 მაისი 2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა მედიის საკითხებში ეუთო- ექსპერტებთან, ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარესთან დაინიუს რადზევიჩიუსთან (Dainius RADZEVIĈIUS)  და  მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო- წარმომადგენლის მრჩეველთან აიდარ ბოტაგაროვთან (Aidar BOTAGAROV). შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ეუთო- მედია ექსპერტების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო- წარმომადგენლის ოფისთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას. მინისტრი მიესალმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო- წარმომადგენლის ოფისის მიერ 10-11 მაისს თბილისში სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციის ორგანიზებას, რომელსაც საქართველო უკვე მეთოთხმეტე წელია მასპინძლობს. აღინიშნა ბოლო წლების განმავლობაში მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო- წარმომადგენლის ანგარიშებში საქართველოში არსებული მედია გარემოს ცალსახად პოზიტიური შეფასებები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მედია გარემოს და დადებითად შეფასდა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადაიდგა ქვეყანაში მედია გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. აღინიშნა მედია თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პროგრესი. ექსპერტების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივები, რომელიც ქვეყანაში მედია თავისუფლების ხარისხის თვისობრივად კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.