მიხეილ ჯანელიძე - მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რათა დასრულდეს ოკუპაცია და დამნაშავეებმა აგონ პასუხი

23.03.2018 - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს. სამინისტროს თანამშრომლები წილკანში ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.
 

"ეს არის ჩვენი კიდევ ერთი უდიდესი ტკივილი, რომელიც არის ოკუპაციის შედეგი. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩოები და მთელი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა დამნაშავეებმა აგონ პასუხი, ასევე დასრულდეს ოკუპაცია და ასეთი ტკივილი აღარ მიადგეს საქართველოს," - განაცხადა მინისტრა ჟურნალისტებთან საუბრისას.
 
საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რის შემდეგაც, 23 თებერვალს მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა.




   

 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '18264')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.