მიხეილ ჯანელიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო

28.05.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო. 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების პატივსაცემად გამართულ მიღებაზე მოწვეული სტუმრებისთვის ქორეოგრაფიული, ვოკალური და ინსტრუმენტული კომპოზიციები შესრულდა. სტუმრებს, ასევე, საქართველოს ისტორიული და არქეოლოგიური ფაქტების ამსახველი გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.