მიხეილ ჯანელიძე ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა

17.02.2018 ქ. მიუნხენი - ​მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ინე ერიქსენ სორეიდესთან. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ნორვეგიის წარმატებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ურთიერობების კიდევ უფრო განვითარებას და იმ დიდი პოტენციალის სრულად გამოყენებას რაც ამ მიმართულებით არსებობს.

ნორვეგიამ გამოხატა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა და გამოთქვა მზადყოფნა დახმარება გაუწიოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული მიზნების განხორციელებაში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორცილებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ქვეყნის ეკონომიური განვითარების და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობების შესახებ. გამოითქვა დაინტერესება ნორვეგიელი ბიზნეს წრეებისთვის საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობების უკეთ გაცნობის. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი კომუნიკაციების განვითარების მნიშვნელობას, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით ხაზი გაესვა ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარების მზარდ შესაძლებლობებს. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, რისი გამოხატულებაც იყო გასულ წელს თავდაცვის მინისტრის რანგში ინე ერიქსენ სორეიდესის ვიზიტი საქართველოში.

შეხვედრაზე საუბარი შეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რუსეთის აგრესიას. ნორვეგიამ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.