მიხეილ ჯანელიძე საჯიდ კარიმს შეხვდა

18.10.2017 ქ. ბრიუსელი - ​ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანა-თავმჯდომარის საჯიდ კარიმის განცხადებით საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების უზრუნველსაყოფად. 

მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეხვედრა მოსდევს თბილისში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ფარგლებში გამართულ საპარლამენტო დიალოგს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით და ის ძალისხმევა, რასაც მხარეებმა უნდა მიმართონ ევროპული მისწრაფების გზაზე მეტი შედეგის და წინსვლის მისაღწევად.

საჯიდ კარიმმა ასევე დადებითად შეაფასა ლონდონში საქართველოს ვიცე-პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი, რომლის დროსაც განხილული იქნება ბრიტანეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა და ბრექსიტის შემდგომი პერსპექტივები.