მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

14.05.2018 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პრიორიტეტები და ინიციატივები.

ამასთან, შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა  დიპლომატების ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის მნიშვნელობაზე. აღნიშნულ კონტექსტში მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერის და მტკიცე პოზიციის მნიშვნელობას.