მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

24.04.2017 თბილისი - ​2017 წლის 24 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებთან განიხილა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე გააცნო საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიზნები და პრიორიტეტები.
 
ამასთან, შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოელი დიპლომატების ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერის და მტკიცე პოზიციის მნიშვნელობას.