მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ძი იენჩის შეხვდა

31.05.2018 ქ. თბილისი - ​ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან  ელჩთან, ძი იენჩისთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებზე და ამ მხრივ კონკრეტულ ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხს და აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობა. ბატონმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.