მიხეილ ჯანელიძე სარაევოსა და ბელგრადს ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  5-7 მარტს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ბოსნია და ჰერცეგოვინას და სერბეთის რესპუბლიკას.
 
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს კოლეგასთან იგორ ცრნადაკთან, ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან დენის ზვიზდიჩთან, ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს წევრებთან, ბოსნია და ჰერცეგოვინას საპარლამენტო ასამბლეის კოლეგიის წევრებთან  და სარაევოს მერთან აბდულა სკაკასთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა.
 
სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხელ ჯანელიძის შეხვედრები სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდარ ვუჩიჩთან,  სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ანა ბრნაბიჩთან,  სერბეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან და სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის მინისტრთან იანდრანკა იოკსიმოვიჩთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე ხელი მოეწერება  „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებას.