მიხეილ ჯანელიძე სენატის უმრავლესობის ლიდერს შეხვდა

02.09.2017 აშშ, ვაშინგტონი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სენატორ მიჩ მაკკონელის აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ბოლო წლების განმალობაში მისი არაერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა საქართველოსთან ორმხივი ურთიერთობების განვითარებას. 

მიხეილ ჯანელიძისა და მიჩ მაკკონელის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს. სენატორი დაინტერესდა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და გამოხატა სენატის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობს მიმართ.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მინისტრმა სენატის უმრავლესობის ლიდერს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს და მთავობის რეფორმების პროგრამის შესახებ. გამოითქვა მზაყოფნა ხელი შეეწყოს ეკონომიკის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას.