მიხეილ ჯანელიძე სომალელ კოლეგას შეხვდა

22.03.2017 ვაშინგტონი, აშშ - ​აშშ-ში მიმდინარე გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კოალიციის წვერი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებს ხვდება. 

მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომალის საგარეო საქმეთა მინისტრთან აბდუსალამ ომართან.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად იმუშაოს სომალის მხარესთან საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გაზიარების მიმართულებით, განსაკუთრებით სამოქალაქო მომსახურების სფეროში. მინისტრმა ისაუბრა აფრიკის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში აფრიკის თანამეგობრობასთან ურთიერთობამ ინტენსიური ხასიათი შეიძინა.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობის შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობას. აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და სომალის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა. 

მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.