მიხეილ ჯანელიძე უკრაინელ კოლეგას შეხვდა

 

8.10.2017 თბილისი - ​სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან პაოლო კლიმკინთან. 

მინისტრები მიესალმნენ ორგანიზაციის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას და აღნიშნეს საიუბილეო მინისტერიალის მნიშვნელობა ორგანიზაციის სამომავლო გეგმების განსაზღვრის კუთხით.
 
მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა. ასევე ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის არსებულ ფორმატს.

საქართველო როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანა მასპინძლობს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება.