მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონს ეწვია

4.04.2018 ქ. ვაშინგტონი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 3-6 აპრილს სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. 

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, ასევე საქართველოს საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წამყვან ექსპერტებთან. კერძოდ, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიჩელს და აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და სამრეწველო საკითხებში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს ჯეფრი გერიშს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდება აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების და კონგრესის წარმომადგენლებს და ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) წევრებს.