მიხეილ ჯანელიძე „ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წლისთავის“ აღსანიშნავი სახელმწიფო მედლით დააჯილდოვეს

6.02.2018 ქ.თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გულმირა სულთანალიმ  „ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წლისთავის“ აღსანიშნავი სახელმწიფო მედალი გადასცა. 

ჯილდო საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის განკარგულებით, საქართველოს და ყაზახეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობაში განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

 
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის რეპუბლიკის პრეზიდენტს, საპატიო ჯილდოს მინიჭებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული 25 წლიანი მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არის სწორედ ის მტკიცე საძირკველი, რომელსაც წარმატებული მომავალი თანამშრომლობა ეფუძნება.
 
საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან გულმირა სულთანალისთან განართული შეხვედრის დროს  მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებსა და 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ.