მიხეილ ჯანელიძემ "Chatham House"-ში საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის განვითარების საკითხებზე ისაუბრა

24.10.2017 ქ. ლონდონი - ​გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის "Chatham House"-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს მიეძღვნა.

ღონისძიებას ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებზე, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებებზე. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.