მიხეილ ჯანელიძემ ბავარიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა

18.02.2018 ქ. მიუნხენი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო მიუნხენის 54-ე  უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბავარიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებაში.

ღონისძიებას სახელმწიფოს მეთაურები, პოლიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბავარიის ვიცე-პრემიერმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითებში განსაკუთრებული წვლილისთვის ჯულდო გადაეცა სენატორ მაკკეინს, მისი სახელით ღონისძიების მონაწილეებს სენატორის მეუღლემ მიმართა.