მიხეილ ჯანელიძემ ბელარუსს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

5.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებას დაესწრო. 

საზეიმო ღონისძიება საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ბელარუსის რესპუბლიკასა და ბელარუს ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა. მინისტრის განცხადებით საქართველოსა და ბელარუსს მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. მიხეილ ჯანელიძის თქმით საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნამ ხელშესახები პოზიტიური შედეგები მოიტანა, რაც გამოიხატა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გააქტიურებულ სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებში. მინისტრის განცხადებით ქართველ და ბელარუს ხალხებს შორის არსებული მჭიდრო კონტაქტები მომავალშიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი განსაკუთრებით მიესალმა ღონისძიებაზე დამსწრე მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს და პატივი მიაგო იმ ქართველი მეომრების ხსოვნას, რომლებმაც 1944 წელს თავი გაწირეს ბელარუსის დედაქალაქის მინსკის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში.
 
 
       


 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.