მიხეილ ჯანელიძემ ბელგიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო ბელგიის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტი ზიგფრიდ ბრაკე, რომელიც 2017 წლის 12-13 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის დინამიკაზე, განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისმნიშვნელობას, ამ მხრივ დადებითად შფასდა ზიგფრიდ ბრაკეს განხორციელებული ვიზიტი საქართველოში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ბელგიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს და ორივე მხარის მზაობას განავითარონ შემდგომი ურთიერთობები.  

ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ მიხეილ ჯანელიძეს მიულოცა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმისამოქმედება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელგიელ სტუმარს გააცნო საქართველოს ხელისუფლების მიერ, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები და ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები. მიხეილ ჯანელიძემ ბელგიის  პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოსოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე და  მადლობა გადაუხადა ბელგიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.