მიხეილ ჯანელიძემ და ჯეფრი გერიშმა აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის ტენდენციაზე ისაუბრეს

5.04.2018 ვაშინგტონი - ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილესთან, ჯეფრი გერიშთან.


შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და შეერთებულ შტატების ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე. ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მაღალი დონის დიალოგის (HLTID) მნიშვნელობას და აღნიშნული დიალოგის შემდეგი რაუნდისთვის მზადების პროცესს. 
 

 
მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმების შესახებ ინფომრაცია მიაწოდა. მან ასევე ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის  შეუქცევადი პროცესის შესახებ ისაუბრა.
 
შეხვედრაზე აღინიშნა ბოლო დროს საქართველოს მიერ წარმატებით დასრულებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის ტენდენციას, რაც გამოწვეულია საქართველოში ხელსაყრელი  ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს არსებობით. მხარეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმნის კარგ წინაპირობას აშშ-ს კომერციული და ბიზნეს ინტერესების სათანადოდ წარმოჩენისთვის საქართველოში და მთელს რეგიონში.
 
მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტნოს სამუშაო ვიზიტით 3-6 აპრილს სტუმრობს.  ვიზიტის ფარგლებში,  საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს. ასევე შეხვედრებს მართავს კონგრესში, საქართველოს საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ექსპერტებთან.​