მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის კონფერენციაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე

12.12.2017 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა  მიიღო მაღალი დონის კონფერენციაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.

„ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არის დემოკრატიის ფუნდამენტური მაჩვენებელი და მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობა. გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება და პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი  ნაბიჯები უკვე გადაიდგა“- ანაცხადა მიხეილ ჯაბელიძემ. მან  გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო კონვენციების შესრულების მხრივ არსებულ ტენდენციაბზე საუბრისას  ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან გაერო-ს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციის განხორციელებისა და შესაბამისი ეროვნული გეგმის შესრულების მიზნით გაწეულ ძალისხმევას და სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას. მან ასევე ისაუბრა 2017 წლის ივნისში ამოქმედებული  გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მნიშვნელობაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ ამ საკითხებს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში და შესაბამის ეროვნულ სამოქმედო გეგმებში.

მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ გაწეული ძალისხმევა შესაძლებელს გახდის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველომ მიაღწიოს არსებით გარდატეხას გენდერული თანასწორობის მიმართულებით.
 
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა; თბილისის მერმა კახა კალაძემ; შვედეთის ელჩმა საქართველოში, მარტინა ქვიქიმ; აშშ. ელჩმა საქართველოში იან კელიმ და გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, შომბი შარპმა.

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '17761')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.