მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ჰოლანდიური კომპანია ,,ბარენცის“ ჯგუფის წარმომადგენლებთან

12.06.2018 – საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრივიცე პრემიერი  მიხეილ ჯანელიძე ჰოლანდიური კომპანია ,,ბარენცისჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესწავლის მიზნით ჩამოვიდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯგუფის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებთან მოქმედი  თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების,  საქართველოს სატრანზიტო ფუნქციისა და პოტენციალის, ასევე  ბიზნესის კეთების თვალსაზრისით რეგიონალური  ჰაბის პოზიციის განმტკიცების მიმართულებით მთავრობის რეფორმებზე.

ბარენცის ჯგუფის ვიზიტი ემსახურება  კომპანიის მხრიდან საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორცილების შესაძლებლობების კვლევას.