მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან

21 თებერვალი ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2018 წლის 21 თებერვალს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

მხარეებმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე ისაუბრეს, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ განხორციელებული უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯები.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის როლისა და წვლილისთვის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.