მინისტრის მოადგილე ჩრდილოეთ ამერიკაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსს შეხვდა

29.08.2018 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე შეხვდა ჩრდილოეთ ამერიკაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის  ეპისკოპოსს, მეუფე საბას (ინწკირველს).
 
 
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იქნა ხელდასხმული.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული დიასპორის აქტუალურ საკითხებს და გამოწვევებს. მინისტრის მოადგილემ დიდი ინტერესით მოუსმინა მეუფე საბას და შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობისთვის. მეუფემ დიდი მადლობა გადაუხადა საგარეო უწყებას დაინტერესებისთვის.
 
მეუფე საბას, დიდი წვლილი მიუძღვის აშშ-ში მცხოვრები ქართული მრევლის და დიასპორისადმი ზრუნვაში. მისი ინიციატივით და მხარდაჭერით პენსილვანიისა და ნიუ ჯერსის შტატებში ქართულ ეკლესიებთან დაარსდა საკვირაო სკოლები და ქართული ცეკვის ანსამბლები, კარატეს კლუბი და სხვ. ქართულ მრევლთან შესახვედრად იგი ხშირდ სტუმრობს სხვადასხვა შტატებს და ასევე კანადას. ესწრება საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავ ღონისძიებებს.