მინისტრის მოადგილის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან საფრანგეთში

1.02.2018 საფრანგეთი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე 28 იანვარს - 1 თებერვალს  სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა.  ვიზიტის ფარგლებში  მინისტრის მოადგილემ წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი, სამრევლოსთან არსებული ქართული საკვირაო სკოლა და ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „თამარიონი“ მოინახულა.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა აღნიშნული ტაძრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ მამა ანტონთან (კანდელაკი). შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების განმტკიცება და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამის - „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“ მიზნებსა  და ამოცანებზე.
 
თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სახელით სახელმწიფოს მხრიდან მათ საჭიროებებზე ზრუნვისათვის, განსაკუთრებით აღინიშნა  გარდაცვლილ თანამემამულთა სამშობლოში გადასვენების ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
 
საუბარი ასევე შეეხო  საზღვარგარეთ მოღვაწე საკვირაო სკოლებისა და ფოლკლორული ანსამბლების ფუნქციონირებას და სახელმწიფოს მხრიდან მათი ხელშეწყობის საკითხს.  ხაზი გაესვა საკვირაო სკოლების და ანსამბლების  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების პროცესში.  მამა ანტონმა ზვიად გონაძეს სამრევლოსა და ტაძართან არსებული ასოციაციის - „თამარიონი“ საქმიანობა გააცნო.
 
ტაძრის წინამძღვარმა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა  საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან დაკავშირებული ვითარების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ქრთული დიაპორის წინაშე მდგარ  გამოწვევებზე. 

ზვიად გონაძემ მადლობა გადაუხადა ტაძრის წინამძღვარს საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში ეროვნული თვითმყოფადობისა და ქართული დიასპორის ერთიანობისთვის გაწეული ღვაწლისათვის. 

აღსანიშნავია, რომ წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი საქართველოს საპატრიარქოს პირველი ქართული ტაძარია, რომელიც აშენდა დასავლეთ ევროპაში და  ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვან ქართველ მრევლს აერთიანებს.
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.