მინსკში წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე

16.042019 ბელარუსი- მინსკში ქართული სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე. ღვთისმსახურება შეასრულა მამა მაქსიმემ, რომელმაც ქართველ მრევლს აღუთქვა მხარდაჭერა, ტაძარში სამომავლოდ ქართულ ენაზე წირვა-ლოცვების შესრულებასთან დაკავშირებით.
 
მინსკში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ და სათვისტომოს წარმომადგენლებმა  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ხაზი გაუსვეს ღონისძიების მნიშვნელობას ბელარუსში მცხოვრები ქართველების კიდევ უფრო მეტად გაერთიანების თვალსაზრისით.
 
წირვას ესწრებოდნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები.