მისი უდიდებულესობა დედოფალ ელიზაბეთ მეორის მილოცვა

„მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია და ჩემი საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავ ურთიერთობათა გაგრძელებას.“-ნათქვამია დედოფალ ელიზაბეთ მეორის მისალოც წერილში, რომელიც მან საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა.