„მნიშვნელოვანი იყო კანცლერის განცხადება, რომ ბალკანეთის შემდგომ ტალღაში უკრაინა და საქართველო მოწინავე ქვეყნები არიან“- დავით ზალკალიანი

24.08.2018 ქ. თბილისი- „ძალიან მკაფიო მესიჯი იყო კანცლერის მხრიდან გაჟღერებული, რომ საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში არავითარ შემთხვევაში არ ემუქრება, არანაირ საფრთხეს არ უქმნის ევროკავშირს. ბალკანეთის შემდეგ, შემდეგ ტალღაში უკრაინა და საქართველო ლიდერობენ და რომ უკრაინა და საქართველო არიან მოწინავე ქვეყნები ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, სპეკულაციები, თუ როდის მოხდება, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში თუ ხუთ წელიწადში არის, მაგრამ მე ერთ რამეში ვარ ძალიან მყარად დარწმუნებული, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე“- განაცხადა საქრთველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის საკითხზე საუბრისას.

მინისტრის განცხადებით მიუღებელია ოპონეტების კრიტიკა თითქოს ამ საკითხში საქართველოს გერმანიის მხრიდან არ აქვს მხარდაჭერა.  „ჩვენ, ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო ლიბერალიზაცია, ვმუშაობთ საგზაო რუკაზე, ყველა იმ  მექანიზმზე, რომელიც საქართველოს ინტეგრაციული პროცესებს დააჩქარებს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მეტი სექტორალური ინტეგრაცია, მეტი თანამშრომლობა სხვადასხვა პროგრამებში, ფიზიკური ინტეგრაცია მოვახდინოთ და ამისთვის, სრული მზაობა და სრული პოლიტიკური ნება არის. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირტან მიმართებაში და არც ნატოსთან მიმართებაში. უფრო მეტიც, შეგახსენებთ, 2008 წლიდან 2012 წლამდე, იყო დაპირებები  იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან რომ ხვალ საქართველოს მიიღებენ ნატოში, რომ ხვალ საქართველოს ექნება MAP-ი. როცა MAP-ი ვერ მივიღეთ, იყო განცხადება, რომ MAP-ზე უკეთესი მივიღეთ. ასეთ ილუზიებში ცხოვრობდა ჩვენი საზოგადოება. მაგრამ საზოგადოება ძალაინ კარგად ხედავს იმ ნაბიჯებს, რა ნაბიჯებსაც დგამს დღევანდელი ხელისუფლება და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არჩევნების დროს გამოჩნდება და ორჯერ უკვე, 2012  და 2016 წელს საზოგადოებამ ეს არჩევანი გააკეთა“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ამაზე გერმანულ მხარესთანაც იყო  საუბარი.  „არ ვქმნი მათალ მოლოდინებს და არაერთხელ ვთქვი, რომ არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად. არ არის კონსესუსი გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან, მაგრამ ეს არის პროცესი, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატებში ჩვენს ამერიკელ, გერმანელ  პარტნიორებთან. გერმანელი სამხედროების აქ ყოფნა, ამერიკელების აქ ყოფნა, ნატოელი პარტნიორების აქ ყოფნა და ერთობლივი მონაწილეობა წვრთნებში არის იმის დასტური, რომ საქართველო მიდის ნატოსკენ, ჩვენ ვაძლიერებთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და მდგრადობას, ეს არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ, ეს ემსახურება მხოლოდ სტაბილურობას, თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებას და რეგიონის უსაფრთხოებას. ძლიერი საქართველო უნდა იყოს ყველას ინტერესებში, მათ შორის მეზობლების ინტერესებში“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.