მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი გალბურმა ქართველ კოლეგას კრიკოვას ღვინის ისტორიულ საცავში უმასპინძლა

ტურის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია გაეცნო მოლდოვაში ღვინის წარმოების ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, ღვინის დაყენების ისტორიულ ტრადიციებს და ღვინის წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში მოლდოვურ გამოცდილებას 
 
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აღნიშნულ სფეროში ურთიერთგამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.