მოლდოვაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

9.04.2019 მოლდოვა- საქართველოს საელჩოში, გაიმართა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი საღამო, რომელზეც პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
 
მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მერაბ ანთაძემ და 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის მოპოვებაში, 9 აპრილის მოვლენების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
ასევე,’’9 აპრილის’’ 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ამსახველი ფოტო მასალა.