მოლდოვაში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

09.08.2018 მოლდოვა -  მოლდოვაში საქართველოს საელჩოს და ქართული დიასპორის ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოეწყო აგვისტოს ომისა და მისი შედეგების ამსახველი ფოტო გამოფენა.

ღონისძიების მონაწილეებს  სიტყვით მიმართა მოლდოვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მერაბ ანთაძემ, რომელმაც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ასევე ქართული და მოლდოვაში არსებული სხვადასხვა სათვისტომოების ხელმძღვანელებმა.