მსოფლიო პატრიარქმა ქართული დიაპორის წარმომადგენლებისთვის წირვა აღავლინა

 
7.05.2019 ქ. ანკარა- ანკარაში საქართველოს საელჩოს, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით სტამბოლის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, ქართველ სასულიერო პირებთან ერთად კონსტანტინეპოლის, - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, მისმა ყოვლადუწმინდესობამ, ბარათლომეოს I-მა წირვა - ლოცვა აღავლინა, მათ შორის წირვის ცალკეული ეპიზოდები ქართულ ენაზე.  წმ. გორგის სახელობის ტაძარში  ქართული საგალობლები შეასრულეს სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩამოსულმა მგალობლებმა.
 
​წირვის დასრულების შემდგომ ქადაგებისას მსოფლიო პატრიარქმა  ისაუბრა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მშვიდობისა და ერთობის დაცვის მნიშვნელობაზე და  ხაზი გაუსვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობას. ამასთან, მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მომავალ შიც ხელი შეუწყოს სტამბოლში ქართული რელიგიური კერის გაღვივებას ქართველი სასულიერო პირების დახმარებით. მსოფლიო პატრიარქს საქართველოს საპატრიარქოს სახელით  წმ. გიორგის ხატი გადასცეს.
 
ღონისძიებას ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტამბოლში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ესწრებოდნენ.