მსურს მივულოცო ქართველ ხალხსა და ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ველით საქართველსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას - სუამი-ს გენერალური მდივანი

16.12.2018 თელავი - “მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ინაუგურაციის ცერემონიაზე მოწვევისთვის. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა - პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი. როგორც საქართველოს მეგობარსა და სუამ-ის გენერალური მდივანს, რომლის დამფუძნებელი წევრიც არის საქართველო, მსურს მივულოცო ქართველ ხალხსა და ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და წარმატება ვუსურვო მას” - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სუამი-ს გენერალურმა მდივანმა ალტაი ეფენდიევმა განაცხადა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მან ხაზი გაუსვა, რომ სუამი, როგორც რეგიონალური ორგანიზაცია, ელის  მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოსთან. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ წამოიწყო რამდნეიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ტრასპორტისა და სხვა სფეროებში. ასევე იმედი გამოვთქვა, რომ მომავალში, გაგრძელდება მჭიდრო კონტაქტი საქართველოს  ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობასთან.
 
“დღეს ძალიან მნიშვნლოვანი დღეა და მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ახლადარჩეულ პრეზიდენტს. მე მას ვუსურვებ, რომ იყოს ერთიანი, გამთლიანებული საქართველოს  პრეზიდენტი,  წარმოაჩინოს და დაიცვას ქვეყანა საერთაშორისო დონეზე. ასევე ვუსურვებ მიაღწიოს წარმატებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით.” - აღნიშნა სუამის გენერალურმა მდივანმა.
 
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაზია თელავში გაიმართა.