„მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებით" - მიროსლავ ლაიჩაკი

11.02.2019 თბილისი - "მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებით. სლოვაკეთის მიერ ეუთო-ს თავმჯდომარეობის დევიზია „ხალხი, დიალოგი და სტაბილურობა“ და შესაბამისად, ჩვენ ყველა არსებული პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ დიალოგისთვის და საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების სასიკეთოდ“ - განაცხადა ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელზეც მიმოვიხილეთ აქტუალური საკითხები და განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც საჭიროა თანამშრომლობის გაძლიერება“ - აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა.

მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები.  აღსანიშნავია, რომ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოში ვიზიტის დასაწყისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა სოფელ ოძისში და ადგილზე გაეცნო ვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივ ურთიერთობებსაც. ლაიჩაკის განცხადებით, სლოვაკეთმა აამაღლა საქართველოს სტატუსი სლოვაკეთის ოფიციალური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფორმატში, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 2019 წლის 10-11 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პრეზიდენტთან. 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.