ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს

20.11.2019 ბრიუსელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრები დაკავშირებულია ნატო-ს ლიდერთა შეხვედრასთან, რომელიც ლონდონში, მიმდინარე წლის დასაწყისში გაიმართება.

მინისტრის თქმით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ მაღალი დონის შეხვედრაზე ასახული იქნას საქართველოს პროგრესი.

„ჩემი ვიზიტი, პირველ რიგში, დაკავშირებულია ნატოს ლიდერების მომავალ  შეხვედრასთან, რომელიც ლონდონში გაიმართება. ეს მინისტერიალი არის ბოლო უმაღლესი დონის შეხვედრა ლონდონის ლიდერთა შეხვედრამდე და მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ ფორმატს იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე ასახული იყო ლიდერების შეხვედრაზე. ლონდონის შეხვედრა  განსხვავებული ფორმატის შეხვედრაა, ცერემონიული ხასიათის,  მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ ფორმატს საქართველოს პროგრესის ასახვისთვის“-განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები იქნება საუბრის მთავარი თემა  გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებზე ბერლინსა და პარიზში.  ​

დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივნის მოადგილესთან, მირჩა გეოანასთან. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აქტიურ დღის წესრიგს. დადებითი შეფასება მიეცა იმ მაღალი დონის ვიზიტებსა და ღონისძიებებს, რომლითაც დატვირთული იყო ბოლო პერიოდში ორმხრივი დღის წესრიგი. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან წარმატებულ ძალისხმევას და პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და ამ მხრივ, ნატო-სთან წარმატებულ თანამშრომლობას. 
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '23101')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.