ნიდერლანდებში 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

22.04.2019 ნიდერლანდები - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტებს საელჩოში უმასპინძლა. შეხვედრა 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
 
შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე. მან ასევე, ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში ხაზი გაუსვა 2019 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს.
 
საქართველოს საელჩოში ვიზიტის დროს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ საქართველოს უახლეს ისტორიას. სტუდენტებმა, ასევე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი, 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის იუბილესადმი მიძღვნილი,  თბილისში  განვითარებული მოვლენების  ამსახველი  დოკუმენტური  ფოტო და  ვიდეო მასალა დაათვალიერეს.