ნიგერია ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა

28.02.017 ჟენევა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალ სეგმენტში მონაწილეობის ფაგლებში, ქ.ჟენევაში შეხვედრა გამართა ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯოფრი ონიემასთან. 

შეხვედრაზე მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში  აფრიკულ ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობა.  განსაკუთრებით აღინიშნა განათლების სფეროში აქტიური თანამშრომლობა და ნიგერიის მხრიდან საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების მიმართ დიდი ინტერესი. ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ნიგერიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაინტერესება გამოხატა ელეტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებით,  ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალქეების მომსახურებისა და მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იდეის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ანალოგიური მომსახურება გაეწიოს იურიდიულ პირებსაც.

მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ ნიგერიელებს და ამ მიზნით კოლეგა საქართველოში მიიწვია.

კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში ნიგერიისა და საქართველოს თანამშრომლობა.

ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ტუნისისა და  კოტ დიუვარის საგარეო საქმეთა მინისტრებს ქემაიეს ჯინაოუისს და მარსელ ამონ ტანოსს. ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ტუნისში მიხეილ ჯანელიძის მოსალოდნელ ვიზიტს, რაც მხარების შეფასებით ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას.