ნიკოლოზ აფხაზავას შეხვედრა მალაიზიის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურ მდივანთან და მალაიზიის კორპორატიულ დირექტორთა ალიანსის პრეზიდენტთან

5.02.2018-მალაიზია.საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მალაიზიის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურ მდივანთან,დათუკ სრი საიდ ჰუსეინ ალ ჰაბშესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარების პერსპექტივები.აღნიშნულ შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა მალაიზიის ასოცირებული ინდური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი,  დათუკ რაჯასეკჰარან რამასამი.

საქართველოს ელჩმა ასევე გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა  მალაიზიის კორპორატიულ დირექტორთა ალიანსის (Malaysian Alliance of Corporate Directors – MACD) პრეზიდენტთან,  პოლ ჩანთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიის ბიზნეს წრეებს  შორის კავშირების განვითარების პერსპექტივები.