ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა საკვირაო სკოლას ქართული სახელმძღვანელოები გადასცა

5.09.2019  - . ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა ქართული კულტურის ცენტრ "Dancing Crane”-თან არსებულ საკვირაო სკოლას გადასცა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სპეციალურად საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სამ საფეხურიანი სახელმძღვანელოები.
 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს  „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება. აღნიშნულის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა  საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის,  ქართული ენის სწავლების  ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.