ნორვეგიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

30.05.2019 ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით „ABK Studio- გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოსა და ნორვეგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დასაწყისს ეხებოდა, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე.

ჩვენებას ესწრებოდნენ ნორვეგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ფილმის რეჟისორი, ნინო ახვლედიანი, რომელიც საქართველოდან ჩამოვიდა. ქალბატონმა ნინომ ფილმის გადაღების პროცესზე და გადამღები ჯგუფის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ფილმის ჩვენების შემდეგ, სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდა შალვა დადუნაშვილი.