ნორვეგიაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა

9.04.2019 ნორვეგია-საქართველოს საელჩოში 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა.

გამოფენა გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა, მაია ყიფშიძემ, რომელმაც საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევისა და 9 აპრილის შემდგომ მოვლენებზე ისაუბრა.

ღონისძიებას ნორვეგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.