ნორვეგიის ატლანტიკურ კომიტეტში სემინარი - „10 Years since the War with Russia: Where Georgia Stands Today“ გაიმართა

5.09.2018 ნორვეგია - 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ნორვეგიის ატლანტიკურ კომიტეტში სემინარი - „10 Years since the War with Russia: Where Georgia Stands Today“ გაიმართა. სემინარის ფარგლებში, მთავარ მომხსენებლად მიწვეული იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მაია ყიფშიძე.
 
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად არსებულ ვითარებაზე. ასევე, მაია ყიფშიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა- „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიმართულია, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ და მიზნად ისახავს  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩართულობის უზრუნველყოფას იმ პოზიტიურ ინიციატივებსა და სიკეთეებში, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იღებს.

სემინარზე, ასვე სიტყვით გამოვიდა ნორვეგიის ყოფილი ელჩი საქართველოში, იონ რამბერგი.
 
მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG), ეუთო-ს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოსა (NRC) და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები.