ოქსფორდის უნივერსიტეტში ლექცია - "მარქსიზმი, ნაციონალიზმი და ინტერვენცია: საქართველო და რუსეთის რევოლუცია; 1918-1921" გაიმართა

 
10.10.2018  დიდი ბრიტანეთი-ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ სტივენ ჯონსის ლექცია სახელწოდებით: "მარქსიზმი, ნაციონალიზმი და ინტერვენცია: საქართველო და რუსეთის რევოლუცია; 1918-1921".
 
ლექციაზე სტივენ ჯონსმა ყურადღება გაამახვილა ფართო  გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რომელშიც დაარსდა და ფუნქციონირებდა პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა. პროფესორმა ასევე მიმოიხილა პირველი რესპუბლიკის ძლიერი მხარეები და მთავარი მიღწევები.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავსა და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე. ასევე, თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ფასეულობებსა და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე.

ლექციას ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ.